weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მაგთიკომი“ 25-ლარიან ულიმიტო პაკეტს ვეღარ გააუქმებს – კომუნიკაციების კომისია

17:31 პარასკევი, 26 ივნისი 2020

კომპანია „მაგთიკომი“ 25-ლარიან ულიმიტო პაკეტს „მარტივი 25“ ვეღარ გააუქმებს. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, აბონენტებს მომსახურება შეუნარჩუნდებათ და ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შესაძლებლობა 7 ივლისის შემდეგაც ექნებათ.

საცალო მომსახურებების ბაზარზე ჩატარებული კვლევისა შედეგად დადგინდა, რომ „მაგთიკომის“ მიერ დაანონსებული ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზების, „მარტივი 25“-ის გაუქმება და „მარტივი 30“-ის შემოღება, ცალსახად იწვევდა აბონენტებისთვის მომსახურების გაძვირებას და არჩევანის შეზღუდვას. 

„კვლევის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ საცალო სეგმენტზე არსებული შეთავაზებების პირობები შეისწავლა და აბონენტების ქცევისა და მოთხოვნების დეტალური ანალიზი ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ „მარტივი 25“ „მაგთიკომის“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პაკეტია, რომელსაც აბონენტები ძირითადად ულიმიტო ხმოვანი მომსახურებებისთვის იყენებენ, ხოლო ინტერნეტის მოცულობა საკმარისი არ არის და მათ დამატებით პაკეტების შეძენა უწევთ.

შესაბამისად, „მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული ახალი 30-ლარიანი პაკეტი, რომელიც კომპანიის მიერ, როგორც „მარტივი 25“-ის გაუმჯობესებული ვერსია ისე დაანონსდა, სინამდვილეში მომსახურების გაძვირებაა, რადგან აბონენტებს დამატებითი ინტერნეტ მომსახურების შეძენა მაინც უწევთ, ხოლო იგივე ხმოვანი მომსახურებებისთვის ისინი გაზრდილ საფასურს იხდიან“, – აცხადებს კომუნიკაციების კომისია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ორივე შეთავაზების პირობებში, 30-ლარიანი პაკეტი მომხმარებელში პოპულარობით არ სარგებლობს და მომხმარებელი უპირატესობას კვლავ 25-ლარიან პაკეტს ანიჭებს.

„შესაბამისად, „მარტივი 25“-ის გაუქმება აბონენტების დიდი ნაწილისთვის ბაზარზე არსებული მომსახურებების არჩევანის შეზღუდვას და მომსახურების გაძვირებას გულისხმობს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს“ ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტის ძალაში დატოვება გასულ წელს დაავალდებულა, ხოლო „მარტივი 25“-ის „მარტივი 30“-ით ჩანაცვლების გადაწყვეტილება, კომისიის მიმართვის საფუძველზე, კომპანიამ 2020 წლის მარტში 7 ივლისამდე, დროებით შეაჩერა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიკომს“ აღნიშნული პაკეტის ძალაში დატოვება მოუწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]